ვალვერდე სუარესის ცუდ ფორმაზე: "ეს მისი სტილია და მაშინ გაიტანს, როცა დაგვჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე სუარესის ცუდ ფორმაზე: "ეს მისი სტილია და მაშინ გაიტანს, როცა დაგვჭირდება"


ვალვერდე სუარესის ცუდ ფორმაზე:

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ცუდად დაიწყო. "ბარსელონამ" ყველა ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა, სუარესმა კი მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

ურუგვაელი ფეხბურთელის ცუდ ფორმაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ეს სუარესის სტილია. შეიძლება მან რამდენიმე მატჩში გოლი ვერ გაიტანოს, თუმცა საჭირო დროს მოუმატოს და გუნდთან ერთად იყოს.

კარგია, რომ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. დარწმუნებული ვარ, გოლებიც მალე იქნება", - აცხადებს ვალვერდე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები