რამდენი დრიბლინგი გააკეთა რონალდუმ გასულ სეზონში და რამდენი მესიმ ბოლო 4 მატჩში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენი დრიბლინგი გააკეთა რონალდუმ გასულ სეზონში და რამდენი მესიმ ბოლო 4 მატჩში?


რამდენი დრიბლინგი გააკეთა რონალდუმ გასულ სეზონში და რამდენი მესიმ ბოლო 4 მატჩში?

თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებზე - ლეო მესიზე და კრიშტიანო რონალდუზე ესპანური პრესა საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბოლო 4 შეხვედრაში მესიმ იმდენივე დრიბლინგი გააკეთა, რამდენიც რონალდუმ გასულ სეზონში.

კერძოდ, არგენტინელის ანგარიშზე 25 წარმატებული დრიბლინგია. მსგავსი შედეგის დასაფიქსირებლად კი რონალდუს 30 მატჩზე მეტი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო ლა ლიგის ახალ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები