პოგბამ მისთვის მისაბაძი 2 ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი: სექტემბერი 19, 2017, 02:38
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მისთვის მისაბაძი 2 ფეხბურთელი დაასახელა.
"სქოულზი და კერიკი დიდი ფეხბურთელები არიან. მათ თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ჩემთვის მისაბაძი მოთამაშეები არიან.
კერიკისგან ახლაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. მას აქტიურად ვაკვირდები როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე.
შეგახსენებთ, რომ პოგბას ტრავმა აწუხებს და "მანჩესტერს" მომდევნო შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE