კავანიმ ნეიმართან პრობლემაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანიმ ნეიმართან პრობლემაზე ისაუბრა


კავანიმ ნეიმართან პრობლემაზე ისაუბრა
"ლიონთან" შეხვედრაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. როცა პარიზელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, კავანიმ და ნეიმარმა ვერ გადაწყვიტეს, თუ რომელს შეესრულებინა თერთმეტმეტრიანი.

მატჩის შემდეგ ფრანგულმა პრესამ დაწერა, რომ ამის გამო სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნეიმართან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნამდვილად არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს ცრუ ინფორმაციები", - აცხადებს კავანი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ის პენალტი კავანიმ დაარტყა და ვერ გაიტანა, თუმცა "პსჟ"-მ 2:0 მაინც მოიგო.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები