ისკოს, კარვახალისა და მარსელოს შემდეგ, კონტრაქტს კიდევ ერთი რეალის ფეხბურთელი გაახანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკოს, კარვახალისა და მარსელოს შემდეგ, კონტრაქტს კიდევ ერთი რეალის ფეხბურთელი გაახანგრძლივებს


ისკოს, კარვახალისა და მარსელოს შემდეგ, კონტრაქტს კიდევ ერთი რეალის ფეხბურთელი გაახანგრძლივებს

გასულ კვირას, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა - მარსელომ, კარვახალმა და ისკომ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

გავლენიანი გამოცემა Marca კი ადასტურებს, რომ მალე ახალ კონტრაქტს ფრანგი თავდამსხმელი, კარიმ ბენზემაც გააფორმებს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ბენზემას ტრავმა აწუხებს და სამეფო კლუბს წინა ტურში სწორედ ამის გამო ვერ დაეხმარა.

ლა ლიგის გასულ ტურში "რეალი" "სოსიედადს" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა. 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები