დიბალა: "ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია ის, რასაც მესი აკეთებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალა: "ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია ის, რასაც მესი აკეთებს"


დიბალა:

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა შემტევმა პაულო დიბალამ თავისი თანამემამულე ლეო მესი შეაქო.

"ბედნიერი ვარ, რომ წინა შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ჩემს გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე.

მე ვარ დიბალა და ნუ მადარებთ მესის. ის ფეხბურთის ლეგენდაა და გაკეთებული აქვს ისეთი რამ, რაც ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია.

შეიძლება სხვა ფეხბურთელს შემადაროთ, მაგრამ ამას არაფრად ჩავთვლი, რადგან მე ჩემი კარიერა მაქვს", - აცხადებს დიბალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები