ვალვერდე: "1 თვის წინ ყველა თავში ხელებს იშენდა, ახლა კი ლიდერები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდე: "1 თვის წინ ყველა თავში ხელებს იშენდა, ახლა კი ლიდერები ვართ"


ვალვერდე:

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე თავისი გუნდის სტარტზე საუბრობს. "ლურჯ-ბროწეულისფრების" მენტორი გუნდის დაწყებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ გუნდში არანაირი განგაში არ არის.

"ერთპიროვნული ლიდერი პრიმერა დივიზიონში? ეს ოცნება რეალურია. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ხალხი თავში ხელებს იშენდა, ხოლო ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ჩვენ ვიცით, რომ სეზონი ჯერ ახლა დაიწყო და ყველაფერი წინაა. შემდეგი მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - განაცხადა ვალვერდემ.

პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, "ბარსელონას" 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები