რა ეღირება ბილეთები მსოფლიოს ვარსკვლავების მატჩზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ეღირება ბილეთები მსოფლიოს ვარსკვლავების მატჩზე?


რა ეღირება ბილეთები მსოფლიოს ვარსკვლავების მატჩზე?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს დინამო არენაზე 21:00 საათზე გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 19 სექტემბერს 15:00 საათიდან ონლაინ რეჟიმში TKT.GE-ზე დაიწყება და მისი ძირითადი ფასი 5 ლარი ქნება. ასევე გაყიდვაშია 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთები.

საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრეო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენტიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები