შალკე გორეცკას რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შალკე გორეცკას რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობს


შალკე გორეცკას რეკორდულ კონტრაქტს სთავაზობს

არ არის გამორიცხული, ამ სეზონის მიმდინარეობისას "შალკეს" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

როგორც Kicker იტყობინება, გელზერკირხენელები თავიანთი რეკორდის დამხობას აპირებენ და მზად არიან 22 წლის გერმანელს წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო უხადონ.

გორეცკას "შალკესთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წელს ეწურება.

აქამდე პრესაში დაიწერა, რომ ნიჭიერი ჰავბეკის ხელში ჩაგდება "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები