აზარი პსჟ-ს ინტერესზე: "თუ საფრანგეთში დავბრუნდები, მაშინ მხოლოდ ლილში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აზარი პსჟ-ს ინტერესზე: "თუ საფრანგეთში დავბრუნდები, მაშინ მხოლოდ ლილში"


აზარი პსჟ-ს ინტერესზე:

ლონდონის "ჩელსის" გარემარბმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ მომავალში "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას არ გეგმავს.

26 წლის ბელგიელი "ლილის" ერთგული რჩება, რომლის ღირსებასაც ინგლისში გადაბარგდებამდე იცავდა.

"თუ ოდესმე საფრანგეთში დავბრუნდები, მაშინ ჩემი კლუბი მხოლოდ "ლილი" იქნება", - ციტირებს აზარის სიტყვებს SFR.

აქამდე არსებული ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ედენის ხელში ჩაგდება სურს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები