ავტორიზაცია

ლევანდოვსკი და მესი შესაძლოა "ჯენოაში" აღმოჩენილიყვნენ

ლევანდოვსკი და მესი შესაძლოა "ჯენოაში" აღმოჩენილიყვნენ
თარიღი 26 აპრ 2013, 12:31
"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა, რომ რობერტ ლევანდოვსკი მის კლუბში ჯერ კიდევ დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგებამდე შესაძლოა აღმოჩენილიყო. 2010-წელს, ჯერ კიდევ პოზნანის "ლეხის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი "ჯენოაში" გადასვლასთან ახლოს იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ტრანსფერი ჩაიშალა და "ბორუსიამ" პოლონელი 4,18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. "ლევანდოვსკის ტრანსფერით ჩემი შვილი ფაბრიციო პრეციოზი იყო დაკავებული. იგი მის ასპარეზობას აკვირდებოდა და რობერტი გენუაშიც კი მოიწვია". "ასეთია სატრანსფერო ფანჯარა: ზოგიერთი ტრანსფერი ხორციელდება, ზოგიერთი - არა. რამოდენიმე წლის წინ ლეო მესის ხელში ჩაგდებასთან ახლოსაც ვიყავით. და მის არშემდგარ ტრანსფერზე უფრო ბევრს ვნანობთ, ვიდრე ლევანდოვსკიზე", - განაცხადა პრეციოზიმ. წყარო: Transfer Market Web