თორნიკე ოქრიაშვილი: მოედანზე დავამტკიცებთ, რომ უფრო ძლიერები ვართ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

თორნიკე ოქრიაშვილი: მოედანზე დავამტკიცებთ, რომ უფრო ძლიერები ვართ


თორნიკე ოქრიაშვილი: მოედანზე დავამტკიცებთ, რომ უფრო ძლიერები ვართ

ხვალ რუსეთის თასის მეთექსმეტედფინალში კრასნოდარი სტუმრად ტომს ეთამაშება. კლუბის ვებგვერდმა მატჩისწინა პრევიუში ბევრი რამ მიმოიხილა და კომენტარის გაკეთება ქართველ ფეხბურთელს სთხოვა, რომელიც ხანგრძლივი უქმობის შემდეგ წინა ტურში დაუბრუნდა კრასნოდარს და გოლიც გაიტანა.

_ სათასო მატჩისთვისაც ისევე ვემზადებით, როგორც ნებისმიერი პრემიერლუგური შეხვედრისთვის. საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ტომი ქვედა ლიგაში თამაშობს. მითუფრო, რომ გასულ წელს უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდნენ. საკუთარი მაყურებლის წინაშე ტომელები შეეცდებიან იბრძოლონ და მოიგონ, მაგრამ ჩვენც მოსაგებად ვართ განწყობილნი და მოედანზე დავამტკიცებთ რომ უფრო ძლიერები ვართ, _ აცხადებს ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები