ნოიერისთვის 2017 წელი დასრულებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნოიერისთვის 2017 წელი დასრულებულია


ნოიერისთვის 2017 წელი დასრულებულია
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, მომდევნო 3-4 თვეს გამოტოვებს.

"რეკორდმაისტერის" გუშინდელ ვარჯიშზე 31 წლის გერმანელმა მარცხენა ფეხის ტერფი მეორედ მოიტეხა და დღეს განმეორებითი ოპერაცია გაიკეთა.

გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტის ინფორმაციით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ნოიერი გუნდს იანვრის შუარიცხვებში დაუბრუნდება.

მანუელ ნოიერმა მარცხენა ფეხის ტერფი პირველად გასულ სეზონში, მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში, მოიტეხა და "ბაიერნს" აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები