გონალონი: "მინდა, რომ ლიონის დე როსი ან ტოტი გავხდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გონალონი: "მინდა, რომ ლიონის დე როსი ან ტოტი გავხდე"


გონალონი:

ლიონის "ოლიმპიკის" საყრდენი ნახევარმცველი, მაქსიმ გონალონი, რომელიც ახლა იჯარის წესით "რომაში" ირიცხება, აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მშობლიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს.

"რომაში" გადმოსვლას არ ვნანობ. ლიონის "ოლიმპიკისათვის" ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ კიდევ მქონდა ოცნებები, რომლებიც რეალობად ვერ გადავაქციე.

მინდოდა, რომ "ლიონის" ფრანჩესკო ტოტი ან დანიელე დე როსი გავმხდარიყავი. ჩემი სურვილია, რომ კარიერა სწორედ ამ კლუბში დავასრულო და ფანებმა კარგად იციან, რომ "ლიონი" ჩემთვის - ყველაფერია.

დაბრუნება? ეს ჩემი სურვილია და გუნდს ჩემთვის კარები ჯერ არ დაუხურავს", - აღნიშნა გონალონმა.

28 წლის ფრანგის მოქმედი კონტრაქტი ლიონის "ოლიმპიკთან" 2021 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში კი გონალონს "რომას" რიგებში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები