ბობანი: "მილანს სუპერვარსკვლავი არ დაუმატებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბობანი: "მილანს სუპერვარსკვლავი არ დაუმატებია"


ბობანი:

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ზვონიმირ ბობანმა, იტალიური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.

"სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი ისევ "იუვენტუსია." რაც შეეხება "მილანს", მათ ბევრი ძლიერი მოთამაშე დაიმატეს, მაგრამ არცერთი სუპერვარსკვლავი. ამდენი ახალი მოთამაშით წარმატების მიღწევა მარტივი არ არის, მაგრამ იმედია, ვცდები.

საუკეთესო "მილანი", რომლის რიგებშიც ვთამაშობდი, რუდ გულიტისგან, რაიკარდისგან, ვან ბასტენისგან შედგებოდა. იმ გუნდში აგერთვე პაპენი, სავიჩევიჩი და იმ ეპოქის საუკეთესო იტალიელები, ფრანკო ბრაზეი და პაოლო მალდინი, იყვნენ", - აღნიშნა ბობანმა, რომელიც "როსონერის" ღირსებას 1991-2001 წლებში იცავდა.

"როსონერიმ" ამ ზაფხულს 11 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ზვონიმირ ბობანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები