სოსიედადმა ვილიამ ჟოზეს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სოსიედადმა ვილიამ ჟოზეს გაუხანგრძლივა


სოსიედადმა ვილიამ ჟოზეს გაუხანგრძლივა

"რეალ სოსიედადის" თავდამსხმელმა, ვილიამ ჟოზემ, საკუთარ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 25 წლის ბრაზილიელმა მოქმედი ხელშეკრულება 1 წლით გაახანგრძლივა და ახლა "სოსიედადის" ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

ვილიამ ჟოზე "რეალ სოსიედადს" 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მან 14 ბურთის გატანა მოახერხა.

მიმდინარე კამპანია კი ბრაზილიელმა ასევე წარმატებით დაიწყო და ლა ლიგის 4 თამაშში 2 ბურთი გაიტანა, 1 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალ სოსიედადი ვილიამ ჟოზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები