ჩელსი და მანჩესტერ სიტი 16 წლის ტალანტით დაინტერესდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი და მანჩესტერ სიტი 16 წლის ტალანტით დაინტერესდნენ


ჩელსი და მანჩესტერ სიტი 16 წლის ტალანტით დაინტერესდნენ

"ჯენოას" 16 წლის ვუნდერკინდი, პიეტრო პელეგრი, ორი ინგლისური ტოპ-კლუბის რადარზე მოხვდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, გენუური კლუბის უნიჭიერესი თავდამსხმელის გადაბირებას გაისად ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ეცდებიან.

პიეტრო პელეგრი "ჯენოას" ძირითად გუნდში ამ ზაფხულს ჩაირიცხა და სერია ა-ს წინა ტურში, რომის "ლაციოს" წინააღმდეგ (2:3), ისტორიული დუბლი გაიფორმა.

პელეგრი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დუბლის ავტორი გახდა. პიეტრომ "ლაციოს" ორი ბურთი 16 წლისა და 184 დღის ასაკში გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები