კონტე: "აზარი ძირითადში სათამაშოდ მზად არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "აზარი ძირითადში სათამაშოდ მზად არის"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, განაცხადა, რომ ედენ აზარი ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად მზად არის.

"ედენისთვის ახლა შესაფერისი მომენტია, რომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს და მთელი მატჩი ჩაატაროს. იმედი მაქვს, ეს მისი რეაბილიტაციის პროცესში ბოლო ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

ივნისში ედენ აზარმა ბელგიის ეროვნული ნაკრების ბანაკში ტერფი მოიტეხა და ტრავმის გამო რამდენიმე თვე გამოტოვა.

აზარი საკუთარ გუნდს სექტემბრის შუარიცხვებში დაუბრუნდა და შესაძლოა ხვალ, ინგლისის ლიგის თასზე, "ნოტინგემ ფორესტის" წინააღმდეგ, სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსი ანტონიო კონტე ედენ აზარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები