ბუნდესლიგა: ლაიფციგი დამარცხდა, მ.ბორუსიამ რაფაელის დუბლით იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუნდესლიგა: ლაიფციგი დამარცხდა, მ.ბორუსიამ რაფაელის დუბლით იმარჯვა


ბუნდესლიგა: ლაიფციგი დამარცხდა, მ.ბორუსიამ რაფაელის დუბლით იმარჯვა

გერმანიაში ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტური შუაკვირას იმართება და დღეს პირველი 4 მატჩი შედგა.

ყველაზე ადრე მიუნხენგლადბახის "ბორუსიასა" და "შტუტგარტის" დაპირისპირება დაიწყო, რომელიც დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში "მ.ბორუსიას" ბრაზილიელმა ფორვარდმა, რაფაელმა, გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. მიუნხენგლადბახელებმა 8 ქულა დააგროვეს და მე-7 პოზიციაზე ავიდნენ.

მიმოხილვა



გერმანიის ვიცე-ჩემპიონი "ლაიფციგი" კი სენსაციურად აუგსბურგში დამარცხდა. "აუგსბურგმა" გამარჯვების მომტანი გოლი უკვე მე-4 წუთზე გაიტანა და ის გრეგორიჩის ანგარიშზეა.

რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო და 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა აქვს. "აუგსბურგმა" კი 10 ქულა დააგროვა და დროებით ოთხეულში იმყოფება.

"ვოლფსბურგისა" და ბრემენის "ვერდერის" დაპირისპირება კი ფრედ 1:1 დასრულდა. "ვერდერი" კვლავ გამარჯვების გარეშეა და მე-16 პოზიციას იკავებს.

ბუნდესლიგის მე-5 ტურის პირველ სათამაშო დღეს ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
მ.ბორუსია 2:0 შტუტგარტი
შალკე 0:3 ბაიერნი
აუგსბურგი 1:0 ლაიფციგი
ვოლფსბურგი 1:1 ვერდერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები