ზიდანმა პენალტის შესრულებაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა პენალტის შესრულებაზე კომენტარი გააკეთა


ზიდანმა პენალტის შესრულებაზე კომენტარი გააკეთა

დღეს, მადრიდის "რეალი" შინ "ბეტისს" მასპინძლობს.

გუნდს კვლავ ვერ ეხმარება კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. როგორც იცით, "რეალში" პენალტების შემსრულებელი სწორედ ის არის და პორტუგალიელის არ ყოფნისას ვინ აიღებს ამ მოვალეობას თავის თავზე უცნობია.

თერთმეტმეტრიანის შესრულების პრობლემა "პარი სენ ჟერმენში" გამოჩნდა. ნეიმარს და კავანის, ორივეს სურთ, რომ პენალტები დაარტყან.

ამ ფაქტზე, ზიდანს პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ასე უპასუხა: "ჩვენ მატჩებისთვის სათანადოდ ვემზადებით და უკვე ვიცით, თუ ვინ შეასრულებს კუთხურებსა და პენალტებს."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები