ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშემ ნაკრები დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშემ ნაკრები დატოვა


ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშემ ნაკრები დატოვა

ევრობასკეტი 2017-ის გამარჯვებული სლოვენიის ნაკრები გახდა, საუკეთესო მოთამაშედ კი გორან დრაგიჩი დასახელდა.

სლოვენიელებმა ფინალში სერბეთის ნაკრები 93-85 დაამარცხეს, სადაც 31 წლის კალათბურთელმა 35 ქულა დააგროვა.

"რისი მიღწევაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მინდოდა, უკვე მივაღწიე. ვფიქრობ, რომ დროა სანაკრებო კარიერა დავასრულო", - თქვა დარგიჩმა.

გაცნობებთ, რომ სლოვენიელი NBA-ში 2008 წლიდან გამოდის. ის ჯერ "ფენიქსის" ღირსებას იცავდა, შემდეგ "ჰიუსტონის", 2015 წლიდან კი "მაიამიში" ასპარეზობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები