ზიდანი: "არ ვიცი, თუ რატომ უსტვენენ ბერნაბეუზე ბეილს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "არ ვიცი, თუ რატომ უსტვენენ ბერნაბეუზე ბეილს"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე ჩვეულებად ქცეულ ინციდენტზ საუბრობს, რომლის დროსაც მადრიდული კლუბის ფანები თავიანთ მოთამაშეებს სტვენით აღიზიანებენ.

"არ ვიცი, თუ რატომ უსტვენდნენ ისინი ბეილს, რადგან ხალხის თავში ჩახედვა ამ ეტაპზე არ შემიძლია. შესაძლოა ისინი არა მხოლოდ ბეილს, არამედ ყველა მოთამაშეს უსტვენდნენ.

არ ვფიქრობ, რომ არსებობს ერთი მოთამაშე მაინც, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ უსტვენენ. ეს ნებისმიერი მოთამაშის კარიერის ნაწილია, თუმცა ხანდახან ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

მსგავსი რამ მეც შემემთხვა. ვიცი, თუ რამდენად ცუდია ეს ფაქტი, თუმცა ყოველ შემდეგ თამაშზე გსურს, რომ უფრო მეტი გააკეთო შენი გუნდისთვის", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები