რამდენს იხდიდა ბარსა და რამდენს ითხოვდა ლივერპული? — ბართომეუმ განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენს იხდიდა ბარსა და რამდენს ითხოვდა ლივერპული? — ბართომეუმ განცხადება გააკეთა


რამდენს იხდიდა ბარსა და რამდენს ითხოვდა ლივერპული? — ბართომეუმ განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეუსაბამო თანხების გადახდაზე უარი თქვა.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელის თქმით, "ლივერპულს" ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს მიღება სურდა.

"ბარსელონა" 100 მილიონ ევროზე ნაკლებს იხდიდა", - ციტირებს Le Figaro ბართომეუს სიტყვებს.

"თუმცა, "ლივერპული" 200 მილიონს ითხოვდა. ფანჯარაზე, სადაც ფულს ფეხბურთთან არანაირი საერთო არ აქვს, "ბარსელონამ" გადაწყვიტა ფასები არ აეწია".

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრები" პრაქტიკულად მთელი ზაფხულის მანძილზე ცდილობდნენ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები