ოზილმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოზილმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო


ოზილმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ინსტაგრამზე სრულფასოვანი ვარჯიშების განახლება დაადასტურა.

28 წლის ჰავბეკმა აღნიშნა, რომ მუხლის ტრავმა მოირჩინა.

"კარგი სიახლე: ვარჯიშებს დავუბრუნდი", - წერს ოზილი.

"მუხლის მცირე ანთება მქონდა. თავს უფრო და უფრო უკეთესად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, მოედანს მალე დავუბრუნდები".

ცნობისთვის, ნახევარმცველი ლიგის თასის ეგიდით "დონკასტერთან" გასამართ 1/16 ფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელიც დღეს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები