პსჟ-ში გადაწყვეტილება მიიღეს: თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი კვლავ კავანი იქნება! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ში გადაწყვეტილება მიიღეს: თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი კვლავ კავანი იქნება!


პსჟ-ში გადაწყვეტილება მიიღეს: თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი კვლავ კავანი იქნება!

ცნობილი გახდა ზოგიერთი დეტალი იმისა, თუ როგორ ცდილობს "პსჟ" ნეიმარსა და ედინსონ კავანის შორის არსებული კონფლიქტის ჩახშობას.

"ლიონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ურუგვაელი ჯარიმის შესრულებას აპირებდა, თუმცა მცველმა, დანი ალვეშმა მას ბურთი წაართვა, შემდეგ კი ნეიმარს მისცა. მოგვიანებით, ბრაზილიელს კავანისთვის პენალტის "წართმევაც" სურდა.

გუშინ რამდენიმე ადამიანმა, "პსჟ"-ს ჰავბეკ ტიაგო მოტას ჩათვლით, ორივე ფეხბურთელის საქციელის გამო უკმაყოფილება გამოთქვა - ამ პირებმა სამხრეთამერიკელებს უთხრეს, რომ მოედანზე ასე არ უნდა მოიქცნენ.

ტიაგო მოტას მხარს უჭერს გუნდის მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერიც, რომელსაც უნდა, რომ გასახდელში ლიდერი სწორედ ის იყოს და არა ტიაგო სილვა, რომელიც ნეიმარის ახლო მეგობარია.

პარიზელთა პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფიც უკვე ესაუბრა ორივე ფეხბურთელს. ამ ეტაპზე, სიტუაცია უცვლელია: "პსჟ"-ში პენალტის მთავარი შემსრულებელი კვლავ კავანია, ნეიმარი კი მისი არყოფნის შემთხვევაში დადგება თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები