კავანის თვალი ექვსმა ევროპულმა კლუბმა დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანის თვალი ექვსმა ევროპულმა კლუბმა დაადგა


კავანის თვალი ექვსმა ევროპულმა კლუბმა დაადგა

"ჩელსი" "პსჟ"-ს თავდამსხმელ ედინსონ კავანისადმი იჩენს ინტერესს, იტყობინება Daily Mail.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდის შეძენა "ევერტონსაც" სურს.

გარდა ინგლისური კლუბებისა, კავანი "ნაპოლის", "მილანის", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "იუვენტუსის" ყურადღების ქვეშაც მოექცა.

შეგახსენებთ, კავანიმ სამუშაო ადგილი შესაძლოა ნეიმართან კონფლიქტის გამო შეიცვალოს. ინციდენტი, მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატში "ლიონთან" (2:0) გამართული მატჩის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.

ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში ურუგვაელმა ბრაზილიელს პენალტი არ დაუთმო, თუმცა თავად თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

პრესის ცნობით, თანაგუნდელთან უთანხმოების გამო, ნეიმარმა კლუბის ხელმძღვანელებს კავანის ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები