კიმიხი: "გამარჯვება დავიმსახურეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიმიხი: "გამარჯვება დავიმსახურეთ"


კიმიხი:

მიუნხენური გრანდის მარჯვენა მცველი, იოზუა კიმიხი, მიიჩნევს, რომ "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-5 ტურში გელზენკირხენის "შალკე" სტუმრად 3:0 დამსახურებულად დაამარცხა.

"ვფიქრობ, ბურთის დაცვიდან ამოტანის დროს ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ჯერ პენალტით დავსაჩუქრდით, შემდეგ კი მეორე გოლის დროს "შალკეს" მოთამაშეები შეცდნენ. თუმცა მეტოქეს შანსებს ჩვენც ვაძლევდით და ერთი გოლი რომ გაგვეშვა შესაძლოა ყველაფერი გართულებულიყო.

თუმცა ვფიქრობ მეორე ტაიმში ბრწყინვალე სამუშაო შევასრულეთ, ვინაიდან მატჩს ვაკონტროლებდით და მეტოქესაც ბევრ შანსს აღარ ვაძლევდით. ჩემი აზრით, გამარჯვება დამსახურებულია", - განაცხადა 22 წლის გერმანელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იოზუა კიმიხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები