ტედესკო: "მარცხი დავიმსახურეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტედესკო: "მარცხი დავიმსახურეთ"


ტედესკო:

გელზენკირხენის "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომა, "ბაიერნთან" გუშინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა.

"ვცდილობდით, რომ მეტოქეს მივახლოვებოდით და პრესინგი გვეთამაშა, რაც კარგად გამოგვივიდა. მეტოქეს ბურთი რამდენიმეჯერ ავართვით და მომენტები გვქონდა, მაგრამ გამარჯვება უდავოდ დამსახურებულია, რადგან "ბაიერნი" ბურთს ძალიან მაღალ დონეზე აკონტროლებდა.

ბიჭებმა ძალიან ბევრი ირბინეს, მთელი გრძნობით ითამაშეს, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ", - აღნიშნა 32 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურში "რეკორდმაისტერმა" ტედესკოს გუნდი გელზენკირხენში 3:0 დაამარცხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
შალკე 04 დომენიკო ტედესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები