აუგსბურგის ნახევარმცველმა ჰაზენჰიუტლს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აუგსბურგის ნახევარმცველმა ჰაზენჰიუტლს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა


აუგსბურგის ნახევარმცველმა ჰაზენჰიუტლს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის მატჩი, "აუგსბურგსა" და "ლაიფციგს" შორის, სკანდალურად დასრულდა.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონი აუგსბურგში 0:1 დამარცხდა, მაგრამ მთავარი ყურადღება მასპინძლების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, დანიელ ბაიერმა, მიიქცია.

მატჩის მსვლელობისას "აუგსბურგის" მე-10 ნომერმა "ლაიფციგის" მთავარ მწვრთნელს, რალფ ჰაზენჰიუტლს, მასტურბაციის ჟესტი უჩვენა და ავსტრიელ სპეციალისტს აშკარა შეურაცხყოფა მიაყენა.



თამაშის დასრულების შემდეგ კი დანიელ ბაიერი ჰაზენჰიუტლთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, მაგრამ "ხარების" თავკაცმა დანიელს ხელი არ ჩამოართვა და აგრესიულად უპასუხა.

"ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ემოციები უბრალოდ გიმორჩილებს. თამაშის შემდეგ, როდესაც უკვე ყველაფერი დავიწყებული იყო, მან ხელი არ ჩამომართვა", - აღნიშნა "აუგსბურგის" ნახევარმცველმა.

"ლაიფციგის" დამრიგებელი კი ბაიერის საქციელს ასე აფასებს: "ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. მსაჯს ეს ეპიზოდი რომ დაენახა, ვფიქრობ, ბაიერი წითელი ბარათით დაისჯებოდა."

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდზე საქმე გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ აღძრა და შესაძლოა დანიელ ბაიერი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები