ობამეიანგი: "ლევანდოვსკის შემდეგ გატანას მივეჩვიე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგი: "ლევანდოვსკის შემდეგ გატანას მივეჩვიე"


ობამეიანგი:

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, აცხადებს, რომ ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავა დაიწყო.

"ბრძოლა დაიწყო! ლევანდოვსკის გოლების შემდეგ გატანას უკვე მივეჩვიე", - მოკლედ განაცხადა "ყვითლების" გაბონელმა შემტევმა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი ამ ეტაპზე სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელია, რომელმაც საწყის 5 ტურში 6 ბურთის გატანა მოახერხა.

ობამეიანგმა კი 4 თამაშში 4 გოლი გაიატანა და დღეს მისი გუნდი სტუმრად "ჰამბურგს" შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები