ვინ მოხვდება წლის სიმბოლურში - ფიფამ კანდიდატები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვინ მოხვდება წლის სიმბოლურში - ფიფამ კანდიდატები დაასახელა


ვინ მოხვდება წლის სიმბოლურში - ფიფამ კანდიდატები დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ იმ 55 მოთამაშის ვინაობა გაავრცელა, რომლებიც 2017 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ.

ფიფა გასული წლის უძლიერეს თერთმეტეულს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალზე, 23 ოქტომბერს, ლონდონში წარადგენს. წლის სიმბოლურში 1 მეკარე, 4 მცველი, 3 ნახევარმცველი და 3 თავდამსხმელი მოხვდება.

სიმბოლურის შერჩევაში მონაწილეობას თავად ფეხბურთელები მიიღებენ. წლის საუკეთესო გუნდს მსოფლიოს მასშტაბით 24 000 პროფესიონალი ფეხბურთელი აარჩევს.

ფიფას წლის სიმბოლურში მოხვედრის კანდიდატები არიან:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია/იუვენტუსი), დავიდ დე ხეა (ესპანეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა/რეალი), მანუელ ნოიერი (გერმანია/ბაიერნი), იან ობლაკი (სლოვენია/ატლეტიკო).

მცველები: დავიდ ალაბა (ავსტრია/ბაიერნი), ჟორდი ალბა (ესპანეთი/ბარსელონა), დანი ალვეში (ბრაზილია/პსჟ), ჟერომ ბოატენგი (გერმანია/ბაიერნი), ლეონარდო ბონუჩი (იტალია/მილანი), დანი კარვახალი (ესპანეთი/რეალი), ჯორჯო კიელინი (იტალია/იუვენტუსი), დიეგო გოდინი (ურუგვაი/ატლეტიკო), მატს ჰუმელსი (გერმანია/ბაიერნი), ფილიპ ლამი (გერმანია/ბაიერნი), დავიდ ლუისი (ბრაზილია/ჩელსი), მარსელო (ბრაზილია/რეალი), ხავიერ მასკერანო (არგენტინა/ბარსელონა), პეპე (პორტუგალია/ბეშიქთაში), ჟერარ პიკე (ესპანეთი/ბარსელონა), სერხიო რამოსი (ესპანეთი/რეალი), ტიაგო სილვა (ბრაზილია/პსჟ), სამუელ უმტიტი (საფრანგეთი/ბარსელონა), ანტონიო ვალენსია (ეკვადორი/მანჩესტერ იუნაიტედი), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი/რეალი).

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი/ბაიერნი), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი/ბარსელონა), კაზემირო (ბრაზილია/რეალი), ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია/ლივერპული), ედენ აზარი (ბელგია/ჩელსი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი/ბარსელონა), ისკო (ესპანეთი/რეალი), ნ'გოლო კანტე (საფრანგეთი/ჩელსი), ტონი კროოსი (გერმანია/რეალი), ნემანია მატიჩი (სერბეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია/რეალი), მესუტ იოზილი (გერმანია/არსენალი), პოლ პოგბა (საფრანგეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), მარკო ვერატი (იტალია/პსჟ), არტურო ვიდალი (ჩილე/ბაიერნი).

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი (უელსი/რეალი), კარიმ ბენზემა (საფრანგეთი/რეალი), ედინსონ კავანი (ურუგვაი/პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია/რეალი), პაულო დიბალა (არგენტინა/იუვენტუსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი/ატლეტიკო), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი/მანჩესტერ იუნაიტედი), ჰარი კეინი (ინგლისი/ტოტენჰემი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ბაიერნი), რომელუ ლუკაკუ (ბელგია/მანჩესტერ იუნაიტედი), კილიან მბაპე (საფრანგეთი/პსჟ), ლიონელ მესი (არგენტინა/ბარსელონა), ნეიმარი (ბრაზილია/პსჟ), ალექსის სანჩესი (ჩილე/არსენალი), ლუის სუარესი (ურუგვაი/ბარსელონა)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები