რომამ კასტანს გაუხანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომამ კასტანს გაუხანგრძლივა


რომამ კასტანს გაუხანგრძლივა

"რომას" ცენტრალურმა მცველმა, ლეანდრო კასტანმა, თავის კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

რომაული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 30 წლის ბრაზილიელი, ახლი კონტრაქტის მიხედვით, გუნდში 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში კასტანს 8 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია, მაგრამ არ არის გამორიცხული "რომამ" გამოცდილი ბრაზილიელი ზამთარში გაყიდოს.

ლეანდრო კასტანი "რომას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და 2015 წლის ზაფხულში ტვინის მძიმე ოპერაცია გაიკეთა, რომლის შემდეგაც ოპტიმალური ფორმის აღდგენა ძალიან უჭირს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ლეანდრო კასტანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები