ლევანდოვსკი: "თვალთმაქცობა არ არის საჭირო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი: "თვალთმაქცობა არ არის საჭირო"


ლევანდოვსკი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, თავის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ თვალთმაქცობა საჭირო არ არის.

"ყველამ იცის როგორ სწრაფად იცვლება ფეხბურთში ყველაფერი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ მომავალზე საუბრისას ამბობენ, რომ კარიერის დასრულება იმ კლუბში სურთ, რომელშიც კონკრეტულ მომენტში თამაშობენ. თუმცა შემდეგ ეს კლუბი ამ მოთამაშეს მადლობას გადაუხდის და ეტყვის, რომ აღარ სჭირდება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს და მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ. უკვე 10 წელია მესმის სპეკულაციები ჩემ შესახებ. თავიდან მიჭირდა, მაგრამ ახლა ამას უკვე მივეჩვიე", - განაცხადა 29 წლის პოლონელმა.

ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერმა" 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდის "ბორუსიადან" უფასოდ გადაიბირა და პოლონელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 101 თამაშში უკვე 83 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები