სუბაშიჩმა და რაჯიმ მონაკოსთან გაახანგრძლივეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სუბაშიჩმა და რაჯიმ მონაკოსთან გაახანგრძლივეს


სუბაშიჩმა და რაჯიმ მონაკოსთან გაახანგრძლივეს

"მონაკომ" ორ გამოცდილ ფეხბურთელთან, დანიელ სუბაშიჩთან და ანდრეა რაჯისთან, ახალი კონტრაქტები გააფორმა.

33 წლის იტალიელმა მცველმა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან ხელშეკრულება 2019 წლამდე გადაავადა, 32 წლის ხორვატმა გოლკიპერმა კი - 2020 წლამდე.

დანიელ სუბაშიჩი და ანდრეა რაჯი მონაკოელთა ღირსებას 2012 წლიდან იცავენ და "მონაკოს" წამყვანი ფიგურები არიან.

საფრანგეთის ლიგა 1-ს საწყისი 6 ტურის შემდეგ "მონაკოს" 15 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. წინ 18 ქულით მხოლოდ "პარი სენ ჟერმენია."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები