2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება


2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალი საშინაო არენა, "ვანდა მეტროპოლიტანო", 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.

დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდმა ახალ სტადიონზე პირველი თამაში სულ რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს, "მალაგას" წინააღმდეგ (1:0) ჩაატარა. "როხიბლანკოს" ახალი არენა 68 000 გულშემატკივარს იტევს.

მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას მეხუთედ უმასპინძლებს. 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გათამაშდა. მადრიდი მხოლოდ მეორე ქალაქია ლონდონის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალს მეხუთედ უმასპინძლებს.

გარდა ამისა ცნობილი გახდა, რომ 2019 წელს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის, გადამწყვეტი თამაში აზერბაიჯანში, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

უეფას სუპერთასის მატჩს "ბეშიქთაშის" საშინაო არენა ანუ თურქეთის დედაქალაქი სტამბული უმასპინძლებს, ხოლო ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ფერენცვაროშის" სტადიონზე, ბუდაპეშტში, გაიმართება.

2018/19 წლების სეზონის უეფას საკლუბო ტურნირების ფინალური თამაშების მასპინძელი სტადიონები ასე გამოიყურებიან:

"ვანდა მეტროპოლიტანო" - მადრიდი
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება

"ოლიმპიური არენა" - ბაქო
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება

"ბეშიქთაშ პარკი" - სტამბული
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება

"გრუპამა არენა" - ბუდაპეშტი
2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები