ალეგრი იგუაინზე: "თუ ყველაფერს პოზიტიურად შევხედავთ, საგანგაშო არაფერი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი იგუაინზე: "თუ ყველაფერს პოზიტიურად შევხედავთ, საგანგაშო არაფერი იქნება"


ალეგრი იგუაინზე:

მიმდინარე სეზონში, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ძალიან ცუდ ფორმაშია. სერია ა-ში მას მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.

იგუაინის ცუდ ფორმას გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გამოეხმაურა.

"იგუაინს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, თუმცა მას გასულ სეზონშიც ჰქონდა ჩავარდნა, როცა ზედიზედ 3-4 მატჩი ვერ იტანდა.

თუ ამ ფაქტს პოზიტიურად შევხედავთ, საგანგაშო არაფერი იქნება. ის გუნდისთვის საკვანძო მოთამაშეა და ეს ბევრჯერ დაამტკიცა", - აცხადებს ალეგრი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები