სიმეონე: "გრიზმანი არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "გრიზმანი არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია"


სიმეონე:

"ბილბაოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მატჩის შემდეგ, მადრიდელთა თავკაცმა დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანი შეაქო.

"ვფიქრობ, ბილბაოსთან მატჩი მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა იყო ჩვენი შესრულებით. ბევრი მომენტი გვქონდა და 2 გოლზე მეტის გატანაც შეგვეძლო.

რაც შეეხება გრიზმანს, მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ეს ბილბაოსთანაც გამოჩნდა, როცა კარასკოს კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა", - აცხადებს სიმეონე.

ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩი "ბილბაოსა" და "ატლეტიკოს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები