ოსმან დემბელემ ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოსმან დემბელემ ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა


ოსმან დემბელემ ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

გასულ კვირას, კატალონიის "ბარსელონას" ახლადშეძენილმა ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღ​ო.

ესპანური პრესის ცნობით, დემბელე 2 თვეს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაადსტურა.

"დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და წერილებისთვის. გპირდებით, მალე დავბრუნდები. 2 თვეში კვლავ მოედანზე გამოვალ", - აცხადებს დემბელე.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ტალანტი ერნესტო ვალვერდემ ნეიმარის შემცვლელად დაიმატა. "ბარსელონამ" მის გარეშე "ეიბარი" მაინც გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები