ბეტისის მწვრთნელი: "როცა თამაში დასრულდა არ მჯეროდა, რომ ეს მოხდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეტისის მწვრთნელი: "როცა თამაში დასრულდა არ მჯეროდა, რომ ეს მოხდა"


ბეტისის მწვრთნელი:

ლა ლიგის მე-5 ტურში "ბეტისმა" ძალიან დიდი სენსაცია დააფიქსირა და სტუმრად მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი "ბეტისის" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.

"როცა თამაში დასრულდა, არ მჯეროდა, რომ ეს მოხდა. სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის დამარცხება ჩვენთვის 3 ქულაზე მეტს ნიშნავს.

ბურთს ძირითადად მეტოქე აკონტროლებდა, თუმცა ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ბედნიერი ვარ, რომ გეგმა იდეალურად შევასრულეთ", - აცხადებს სეტიენი.

ცნობისთვის, მადრიდის "რეალის" 73-მატჩიანი გოლების სერია სწორედ "ბეტისთან" შეხვედრაში შეწყდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები