უეფამ დაადასტურა: საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში, სუსტ მეტოქეებთან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უეფამ დაადასტურა: საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში, სუსტ მეტოქეებთან


უეფამ დაადასტურა: საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში, სუსტ მეტოქეებთან

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევრო 2020-ზე ნაკრებების მოხვედრის წესი შეიცვლება. 20 გუნდი ჩვეულებრივ, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავა, დანარჩენი 4 კი ერთა ლიგიდან.

ერთა ლიგას ევროპაში 2018 წლის სექტემბრიდან აიღებს სტარტს და ევროპის 55-ვე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სიძლიერის მიხედვით შეიქმნება 4 ჯგუფი და თითო ჯგუფიდან თითო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს არ მოუწევს ძლიერ ნაკრებებთან პაექრობა, იმისთვის რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრი საგზური მიიღოს.

დადასტურდა, რომ საქართველო ბოლო, მე-4 კალათი მოხვდა, სადაც გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტეინი, მალტა, კოსოვო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, ლატვია, ლიტვა, ბელარუსი, სომხეთი, ფარერები, ყაზახეთი და ანდორა არიან.

უეფამ დაადასტურა: საქართველოს ნაკრები მე-4 კალათში, სუსტ მეტოქეებთან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები