დავიდ ლუისმა ხელი მოიტეხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დავიდ ლუისმა ხელი მოიტეხა


დავიდ ლუისმა ხელი მოიტეხა

ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუისმა ლონდონის "არსენალთან" შეხვედრაში ხელი მოიტეხა.

როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე ლაკაზეტთან ბრძოლის დროს, ბრაზილიელი მოთამაშე სარეკლამო ბანერებს შეეჯახა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ ბრაზილიელ მოთამაშეს ხელი აქვს მოტეხილი და როდის მოახერხებს ის კვლავ მოედანზე გასვლას, ჯერჯერობით უცნობია.

ფეხბურთელს ოპერაცია არ სჭირდება, ასე რომ, ის კვლავ გააგრძელებს მსუბუქი დატვირთვით ვარჯიშს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები