პიოლი: "ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიოლი: "ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა"


პიოლი:
"ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ტურინში მინიმუმ ქულის მოპოვებას იმსახურებდა.

"თამაშში ზუსტად 95 წუთის განმავლობაში ვიყავით და მაშინაც კი, როდესაც მინდორზე 10 კაცით დავრჩით, უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ მაინც ბოლომდე ვიბრძოდით.

ჩვენ სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით და მეტოქეს შანსები მივეცით, მაგრამ ჩვენც ბევრი მომენტი შევქმენით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულად იასპარეზეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ აშკარაა, რომ 10 კაცით თამაში ძალიან გვიჭირდა. "ფიორენტინამ" საკმარისად კარგი თამაში აჩვენა იმისათვის, რომ ასეთი დონის მეტოქესთან ქულა მაინც აეღო", - განაცხადა 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

ფლორენციული კლუბში "იუვენტუსთან" გასვლაზე მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ფიორენტინა სტეფანო პიოლი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები