მერტენსი: "არც მესი ვარ და არც მარადონა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტენსი: "არც მესი ვარ და არც მარადონა"


მერტენსი:

"ნაპოლის" შემტევმა, დრის მერტენსმა, რომის "ლაციოსთან" გუშინდელი შეხვედრა და თავისი უნიკალური გოლი შეაფასა.

"როგორც კი ბურთი დავინახე ეგრევე დარტყმა გადავწყვიტე. ამ გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის მოგება იყო.

ასეთი გოლი რომ გამაქვს ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მე არც ლეო მესი და არც დიეგო მარადონა ვარ. მე უბრალოდ დრისი ვარ და ამით ბედნიერი ვარ", - განაცხადა 28 წლის ბელგიელმა.

ნეაპოლურმა კლუბმა "სტადიო ოლიმპიკოზე" 4:1 იმარჯვა და მერტენსმა მეორე ტაიმის შუაში პარაშუტით ძალიან ლამაზი ბურთი გაიტანა.

ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი დრის მერტენსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები