ოდომ შესაძლოა ჯენოა ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოდომ შესაძლოა ჯენოა ჩაიბაროს


ოდომ შესაძლოა ჯენოა ჩაიბაროს
"მილანის" ყოფილმა განაპირა მცველმა, მასიმო ოდომ, შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა აღადგინოს.

"Calciomercato" იტყობინება, რომ 41 წლის იტალიელით "ჯენოას" ხელმძღვანელობა არის დაინტერესებული და შესაძლოა მასიმოს მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზოს.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატი გენუურმა კლუბმა სუსტად დაიწყო და საწყის 5 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. თუ "ჯენოა" ამ უქმეებზე კვლავ ვერ მოიგებს, ივან იურიჩი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

მასიმო ოდო 2015-17 წლებში "პესკარას" ხელმძღვანელობდა და კლუბი ამ წლის თებერვალში დატოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჯენოა მასიმო ოდო

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები