ინტერმა 17 წლის არგენტინელი ფორვარდი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერმა 17 წლის არგენტინელი ფორვარდი დაიმატა


ინტერმა 17 წლის არგენტინელი ფორვარდი დაიმატა
მილანის "ინტერმა" "ბოკა ხუნიორსის" უნიჭიერესი ტალანტი, ფაკუნდო კოლიდიო, შეიძინა.

17 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა. ფაკუნდომ იტალიურ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოლიდიო "ინტერს" უკვე შეუერთდა, მაგრამ "ნერაძურის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონს პრიმავერაში ჩაატარებს. "Transfermarkt-ს" ვერსიით, მისი ტრანსფერი იტალიურ კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა.

ფაკუნდო კოლიდიო "ბოკა ხუნიორსის" აღზრდილია და არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები