ბოში ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბოში ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა


ბოში ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა.

53 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გერმანული კლუბი ამ ზაფხულს ჩაიბარა და "ბორუსიამ" ბუნდესლიგა ჩინებულად დაიწყო. საწყის 5 ტურში დორტმუნდელებმა 13 ქულა მოიპოვეს, არცერთი გოლი არ გაუშვიათ და ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

ამგვარად, პიტერ ბოში გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი თავკაცი გახდა, რომლის გუნდმაც ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონი ზედიზედ 5 მშრალი მატჩით დაიწყო.

ბოშმა "ბორუსიას" თავკაცის პოსტზე თომას ტუხელი შეცვალა და გერმანულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები