ფოგტსმა გერმანული კლუბები გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფოგტსმა გერმანული კლუბები გააკრიტიკა


ფოგტსმა გერმანული კლუბები გააკრიტიკა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა და მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ბერტი ფოგტსმა, გერმანული კლუბები ევროპის ლიგაზე სუსტი ასპარეზობის გამო გააკრიტიკა.

"გერმანულმა კლუბმა ბოლოს როდის მოიგო უეფას თასი, რომელსაც ახლა ევროპა ლიგა ჰქვია? ეს იყო 20 წლის წინანდელი გელზენკირხენის "შალკე".

გერმანული გუნდები აგებენ, რის გამოც ბუნდესლიგაც ზარალდება. გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი არასახარბიელო მდგომარეობაშია, ვინაიდან ბუნდესლიგის კლუბები ამ ტურნირს სერიოზულად არ უდგებიან", - აღნიშნა ფოგტსმა.

ევროთასების ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 5 გერმანული გუნდიდან გამარჯვება მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნმა" მოიპოვა. ევროპის ლიგაზე კი "ჰოფენჰაიმი" შინ "ბრიუგესთან" დამარცხდა, ბერლინის "ჰერტამ" კი ბილბაოს "ატლეტიკთან" უგოლო ფრე გააგორა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბერტი ფოგტსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები