იუვენტუსმა ჰიოვედესი დაკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა ჰიოვედესი დაკარგა


იუვენტუსმა ჰიოვედესი დაკარგა
ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა, ბენედიკტ ჰიოვედესმა, დღევანდელ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო.

29 წლის გამოცდილმა გერმანელმა კუნთის ტრავმა მიიღო და როგორც "იუვეს" პრესსამსახური იტყობინება, სამედიცინო შემოწმება უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

ჰიოვედესი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტურინულმა გრანდმა "შალკედან" 1 წლიანი იჯარის წესით დაიმატა და ბენედიკტმა გუნდთან ერთად ვარჯიში მხოლოდ 1 კვირის წინ დაიწყო.

ძალიან დიდი ალბათობით, ჰიოვედესი სერია ა-ს მომდევნო თამაშს, "ტორინოსთან" ტურინულ დერბის, გამოტოვებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ბენედიკტ ჰიოვედესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები