ატლეტიკომ დაადასტურა: კოშტა მადრიდში ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ატლეტიკომ დაადასტურა: კოშტა მადრიდში ბრუნდება


ატლეტიკომ დაადასტურა: კოშტა მადრიდში ბრუნდება
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, მადრიდის "ატლეტიკოს" დაუბრუნდება.

ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს კოშტას ტრანსფერის თაობაზე უკვე მოელაპარაკა.

"ატლეტიკოს" პრესსამსახური იტყობინება, რომ დიეგო მადრიდში უახლოეს დღეებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

დიეგო კოშტა "როხიბლანკოს" მოთამაშე ოფიციალურად მომდევნო წლის იანვარში გახდება, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

28 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "ატლეტიკოს" ღირსებას 2010-14 წლებში იცავდა და ესპანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 133 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა.

2014 წლის ზაფხულში დიეგო "ჩელსის" შეუერთდა და პრემიერ ლიგის სამ სეზონში 52 ბურთი გაიტანა, მაგრამ ანტონიო კონტესთან კონფლიქტის შემდეგ გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები