ბაიერნს ტოლისო გამოაკლდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნს ტოლისო გამოაკლდა


ბაიერნს ტოლისო გამოაკლდა
მიუნხენის "ბაიერნის" საყრდენი ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო, გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, სტუმრად "შალკეს" წინააღმდეგ (3:0), დაიმტვრა.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რომ 23 წლის ფრანგი საყრდენის შეცვლის მიზეზი დაზიანება იყო, რომელიც მან მატჩის მსვლელობისას მიიღო.

ტოლისოს ბარძაყის პრობლემა აწუხებს და მოსალოდნელია, რომ სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის. სავარაუდოდ ტოლისო "ვოლფსბურგთან" ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს.

ტოლისო "რეკორდმაისტერმა" ამ ზაფხულს დაიმატა და კორენტინმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 თამაშში 1 გოლის გატანა და 2 ასისტის გაკეთება მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კორენტინ ტოლისო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები